ვიღაცები მეგობრებსა და მტერს შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ ! – სალომე ზურაბიშვილი | 06.05.2024

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, რამაზ ბეღელურის გატაცებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრეზიდენტი წერს, რომ ოკუპანტები ვერ არჩევენ მეზობელი და საკუთარი ქვეყნის საზღვრებს.

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე  გუგუტიანთკარში მცხოვრები რამაზ ბეღელური რამდენიმე დღის წინ იმ დროს დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა. ოჯახმა ამ დრომდე არ იცის, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან მას მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება.

“ეგრეთწოდებული ერთორწმუნე და ვითომცა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის….

და ამ ყველაფრის მიუხედავად ვიღაცები მეგობრებსა და მტერს შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ!” – სალომე ზურაბიშვილის განცხადება.