ადამ კინზინგერი საქართველოს მოქალაქეებს მედგრად დგომისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საქართველოსა და აშშ-ის ალიანსი ბიძინა ივანიშვილზე ძლიერია. ყოფილმა კონგრესმენმა რამდენიმეწუთიანი ვიდეო-მიმართვა ჩაწერა და სოციალურ ქსელ “X-ზე” გამოაქვეყნა. კინზინგერი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ საქართველოსა და შეერთებული შტატების ალიანსი გაგრძელდება და რუსეთის მცდელობა, ქვეყანაზე კონტროლი დააწესოს, ჩავარდება.
“ქართველებმა იციან, რა არის რუსეთი და მათ ცალსახად არ სურთ არაფერი რუსული. ახლახან “ქართულმა ოცნებამ” და მისმა დე ფაქტო ლიდერმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო რუსეთს მოარგონ. გამოაფრქვიეს ტყუილები და მთელი პროპაგანდა, თითქოს აშშ-ს გააფთრებით ცდილობს საქართველო რუსეთს დაატაკოს უკრაინის გამო. ხომ ნათელია, რომ ეს არის სიგიჟე. მათ ხელახლა დააინიციირეს “უცხოური აგენტების შესახებ კანონი”, რომელმაც უნდა აიძულოს არასამთავრობო ორგანიზაციები აგენტებად დარეგისტრირდნენ. კანონი, რომელსაც მხარს უჭერენ “ქართული ოცნების” ბატონები მოსკოვში, ვის ტვინებშიც მოიხარშა კიდეც ეს კანონი. ამის პასუხად ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვიდა. რამდენიმე საათის წინ ამ ხალხს მხეცურად არბევდნენ, მაგრამ ამან მხოლოდ გაამყარა ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და კიდევ მეტი ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში საპასუხოდ. როგორც ყოფილი კონგრესმენი ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას ხალხს, რომელიც ქუჩაში დგას საქართველოში და “ქართული ოცნების” ტირანიას უპირისპირდება. თქვენ გვერდით დგას აშშ-ც და ევროპაც. თქვენ წინააღმდეგ მთავრობების მიერ მიღებული ზომები შეიძლება ბინძური იყოს ხანდახან, მაგრამ თქვენს ხმას, ქართველების ხმას, ვერასდროს ვერაფერი ჩაახშობს”, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.