პრემიერისა და პრეზიდენტის პოლიტიკური ჯახი თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე | 30.04.2024

პრეზიდენტის და პრემიერის  მორიგი ღია დაპირისპირება – სალომე ზურაბიშვილმა დღეს  საქართველოს თავდაცვის ძალები დაფუძნებიდან 33-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქართულ ოცნებას შავბნელი ძალა, კობახიძემ კი ზურაბიშვილს მოღალატე უწოდა.

საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, რის შემდეგადაც  ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა, სადაც რეკრუტებმა ღვთისა და ქვეყნის წინაშე სამხედრო ფიცი დადეს. ამის შემდეგ  შეკრებილებს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. მისივე თქმით, ახლა ქვეყანა ისტორიულ გზაგასაყარზეა, რის გამოც შავ-ბნელი ძალები აქტიურად ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამ ირაკლი კობახიძე გააბრაზა. პრემიერ-მინისტრი მიმართვისას სალომე ზურაბიშვილს დემონსტრაციულად არ მიესალმა და ქართული ჯარის წინაშე მთავარსარდალს მოღალატე უწოდა.

თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, კობახიძის მსგავსად, პრეზიდენტს არც პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა. პაპუაშვილმა თქვა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები არ დასრულებულა და უხილავი თუ ხილული მტრები საქართველოს კვლავ გადაშენებით ემუქრებიან.