ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს, არ შეესაბამაება ევროპულ მოლოდინებს -პიტერ სტანო | 30.04.2024

ევროკომისიის პრესსპიკერი, პიტერ სტანო  ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ რუსულმა კანონმა, შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე უარყოფითი  გავლენა მოახდინოს.მან ბრიფინგზე თქვა,რომ რუსული კანონი ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება და ის აისახება ევროკავშირის გაფართოების პაკეტან დაკავშირებულ ანგარიშში,რომელსაც ევროკომისია ამზადებს.

“მაღლესმა წარმომადეგენლმა ბორელმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად ნათლად განაცხადეს – ამ კანონის მიღება ნიშნავს, საქართველოს დაშორებას მისი გაცხადებული მიზნისგან – დაუახლოვდეს ევროკავშირს. ჩვენ ძალიან მკაფიოები ვართ, როდესაც საქმე ეხება ამ კანონს, რომ ეს არის კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს, არ შეესაბამაება ევროპულ მოლოდინებს და მისი დამტკიცების შემდეგ, რეალურად, შეიძლება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს.

როგორც იცით, შემოდგომაზე ევროკომისია ამზადებს ანგარიშს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით და ყველა ეს პროცესი ამ ანგარიშში აისახება და როგორც ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში, თუ არ იქნება პროგრესი რიგ საკითხებზე, ან თუ იქნება უკან დახევა, ამას გავლენა ექნება ქვეყნის მიმართ ზოგად მიდგომასა და ქვეყნის პროგრესზე, ხალხისა და მთავრობის მიერ გამოცხადებული პრიორიტეტის მიღწევის გზაზე, რაც არის ევროკავშირთან დაახლოება”, – განაცხადა პიტერ სტანომ.