ჩამოგერთვათ სიტყვა! გაბრძანდით დარბაზიდან! – „ოცნებამ“ რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო | 29.04.2024

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც სადავო რუსული კანონპროეტი მეორე მოსმენით განიხილება, დილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან 14 ოპოზიციონერი დეპუტატი რიგრიგობით გააძევა. დეპუტატების გარდა ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან არასამთავრობო ორგანიზაციების სამი წარმომადგენელიც გააძევა. მოგვიანებით სხდომა პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად   სხვა ოპოზიცონემა დეპუტატებმაც დატოვეს. შედეგად სხდომათა დარბაზშ იოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი აღარ იმყოფება.

კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს სიტყვას აწყვეტინებდა და მიკროფონს უთიშავდა  თუ მისი შეფასებით, სიტყვით გამოსვლის მიზანი კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით კითხვის დასმა არა იყო.

სხდომის წამყვანმა, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.  საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს წარმომადგენელს,  ლიკა საჯაიაას, ანრი ოხანაშვილმა კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მისცა. ლიკა საჯაიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზიდან გააძევა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხალმძღვანელი ნათია კუპრაშვილი. ამის შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა ლაშა ტუღუშმა.

მესამე სექტორის შეფასებით საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს. NGO-ები აცხადებენ, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას.

კანონპროექტის განხილვის გაშუქების საშუალება ტელევიზიების გარდა, დანარჩენი ყველა მედიისთვის აკრძალულია. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის განხილვის დღეებში საკანონმდებლო ორგანოში  უსაფრთხოების ე.წ. ყვითელი დონე ცხადდება.  პარლამენტში ამბობენ, რომ  შეზღუდვის მიზეზი ონლაინ მედიის მხრიდან რუსულ კანონთან დაკავშირებით გამოხატული პროტესტია. შესაბამისად, მედიის დიდ ნაწილს არც პროცესის გაშუქება შეუძლია და არც განხილვებში მონაწილეობა.