თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ გუშინდელ მასშტაბურ აქციას უცხოელი დიპლომატები ეხმაურებიან და ქართველ ხალხს თანადგომას უცხადებენ.გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი თავადაც იმყოფებოდა ევროპულ მარშზე.ჰაკერი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს და ვიდეოს აქციიდან და წერს,რომ გამართულ აქციას პირადადაც შეუერთდა და მიხვდა, რომ “ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს”.
“ქართულ ოცნებაზე” დღემდე არ მოუხდენია შთაბეჭდილება ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და არ ჩანს მათი მხრიდან დათმობის ნიშანი. პრაქტიკაში, კანონი მიზნად ისახავს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას.მმართველი პარტია, როგორც ჩანს, სრულიად მოწყვეტილია საქართველოს მოქალაქეების სურვილებსა და იმედებს. ის ბოიკოტს უცხადებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. პარლამენტმა კანონის მიღება უნდა შეწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები კანონის არქიტექტორების წინააღმდეგ და სერიოზულად განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება.ქართველი ხალხი, რომელიც ყოველდღიურად გაბედულად აპროტესტებს ხელისუფლებას და რუსეთის მიერ ძალად თავსმოხვეულ კანონს, იმსახურებს ჩვენს პატივისცემას და აღფრთოვანებას.გუშინ მოვახერხე მშვიდობიან აქციის თანმხლები ვყოფილიყავი და მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს”, – თომას ჰაკერის განცხადება.
“მიდი საქართველოვ!’’ ამ სიტყვებით ამხნევებს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მყოფ მოქალაქეებს ყოფილი კონგრესმენი ადამ კიზინგერი.სოციალურ ქსელში მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა ასევე ყოფილმა ელჩმა იან კელიმ ,,დარჩი ძლიერი, მაგრამ უსაფრთხოდ, საქართველოვ!ბევრი მეგობარი გიყურებს’’-წერს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში. გუშინდელ ,,ევროპულ მარშს’’ გამოეხმაურა ასევე ევროპარლამენტარი მაიკლ გალერიც.
“ხალხი ქუჩაში – თუ ვივარაუდებთ, რომ ივანიშვილი და მისი კობახიძე პარლამენტში გაატარებენ უცხო აგენტების კანონს, პრეზიდენტმა უარი უნდა თქვას მასზე ხელის მოწერაზე, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შექმნას მოძრაობა სანდო პირებით, რათა დაუპირისპირდეს რუსულ ოცნებას არჩევნებში”, – მაიკლ გალერის პოსტი X-ზე.
განცხადებას ავრცელებს ასევე სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში. ვიდეომიმართვაში,რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ელჩი იმ ღირებულებებზე საუბრობს,რაც ევროკავშირში გაწევრიანებას ახლავს.