შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია – განცხადება სახდეპში “ოცნების” რუსულ კანონზე | 26.04.2024

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გასცა პასუხი საქართველოში პირველი მოსმენით მხარდაჭერილი რუსული  კანონის შესახებ დასმულ შეკითხვას. ამჯერად, შეკითხვა  ევროპარლამენტის მიერ 25 აპრილს მიღებულ რეზოლუციას ეხებოდა, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირსა და დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ.  ვედანტ პატელს ჰკითხეს იყო თუ არა ამ საკითხზე მსჯელობა კონგრესშიც, რაზეც მან უპასუხა, რომ არ აპირებს კომენტარის გაკეთებას კონგრესში რაიმე კონსულტაციაზე.