ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა – მაგისტრალით მგზავრობის დრო შემცირდება | 26.04.2024

ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა. ახალი გზა ზესტაფონს  სატრანზიტო მოძრაობისგან განტვირთავსდა  მაგისტრალით მგზავრობის დროს შეამცირებს.

ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს ოთხ გვირაბს და 11 ხიდს. ახალი გზა რიკოთის პროექტის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც გათვალისწინებულია 14.7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% დასრულებულია – 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და გაჭრილია ათივე გვირაბი. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას  პრემიერიმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ რიკოთის უღელტეხილის პროექტს საქართველოს რეალობაში ანალოგი არ ჰქონია, და მას საუკუნის პროექტი უწოდა.