შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს აფრთხილებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცახდებაში ნათვქმია, რომ ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა ამიტომ ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს. განცხადებაში ასევე წერია,რომ გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა ის პირი იქნება იდენტიფიცირებული, რომელიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებს.