ოცნება“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს | 23.04.2024

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს უკვე მოჰყვა შეფასებები საქართველოში. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ, რომ დასკვნა სამართლიანად კრიტიკულია. მათი შეფასებით, ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების შეცვლა, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებით არის შესაძლებელი.

„ქართული ოცნება“ კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ივანიშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ სამწუხაროა, როცა მეგობარი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ დოკუმენტში  საქართველოს შესახებ არაერთი ცრუ ინფორმაცია წერია.