ნიკა გვარამიას განცხადებები სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე | 23.04.2024

სტრასბურგში, პარტია “ახალის” თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტარებთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც “ქართული ოცნების” მიერ ხელახლა დაინიცირებულ  რუსულ კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების ამჟამინდელ მხარდაჭერას აფასებს და მოუწოდებს მათ უფრო მტკიცე მოქმედებებისკენ.

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ თუ ოცნების ხელისუფლება კანონს მიიღებს, ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება.ევროდეპუტატმა თქვა რომ  რუსული კანონის მიღების შემთვევაში, შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირმა უკან გაიწვიოს.

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა რუსული აგენტების კანონი.  იუკნევიჩიანემ საქართველოში კრემლის გაზრდილ გავლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ ღარიბაშვილისგან, ზუსტად იმგვარი განცხადებები ისმის, რაც კრემლისგან. ევროპარლამენტარმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ყოფილი პრემიერის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ საქართველო არაა მზად გახდეს ევროკავშირის წევრი და მას შოკისმომგვრელი უწოდა.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა  აცხდებს, რომ “ოცნების” საშიში კანონი  იმ კანონმდებლობის პირდაპირი ასახვაა, რაც ადრე კრემლმა გაატარა საკუთარი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს მცდელობა, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება ევროპულ პრაქტიკად წარმოაჩინონ.