აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტების ორგანიზებით, ფლორიდის შტატში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ რუსული კანონი საქართველოში კრიტიკული მედიის მომავალს საფრთხეს უქმნის და მხოლოდ კრემლის ინტერესების გატარებას ემსახურება. ფლორიდის შტატში გამართულ აქციას საქართველოს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ.