პრეზიდენტი ზურაბიშვილი დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა და ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ გზაზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ რუსეთის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და საზოგადოების დაყოფა, რასაც საქართველოში არ უნდა მიაღწიოს.
პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ევროპელი ლიდერების მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება, რაც თავისთავად მხარდაჭერის გამოხატულება იქნება.
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას