კახა კალაძე ევროკავშირს საბჭოთა კავშირის ცეკას ადარებს | 15.04.2024

კახა კალაძე ევროკავშირს საბჭოთა კავშირის ცეკას ადარებს. დედაქალაქის მერმა ანტიდასავლური განცხადება დღეს, იურიდიულ კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად გააკეთა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ პარტნიორი ქვეყნების ელჩები ახლა ისე იქცევიან, როგორც საბჭოთა კავშირში ცენტრალური კომიტეტი. კალაძის თქმით, სრული სიგიჟეა, როცა უცხოელი დიპლომატი სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიუთითებს, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა.