ექიმების პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ | 15.04.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთიანდებიან. ამჯერად, „ქართული ოცნების“ სადავო კანონპროექტის შესახებ ვიდეორგოლი ექიმებმა ჩაწერეს. ისინი თანხმდებიან, რომ ივანიშვილის პარტიის მიერ რეინიცირებული კანონი რუსულია და ის ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას ხელს უშლის.