გერმანიის საელჩოს პასუხი „ქართული ოცნების“ პროპაგანდას | 15.04.2024

გერმანიის საელჩოს პასუხი „ქართული ოცნების“ პროპაგანდას. ოლაფ შოლცის მხრიდან რუსული კანონის კრიტიკა საელჩომ ქართულ ენაზე გამოაქვეყნა, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი რომ „ოცნების“ კანონპროექტი კანონად არ უნდა იქცეს. გერმანიის საელჩომ კანცლერის განცხადების ქართულ ენაზე გამოქვეყნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ოცნებამ“ დაიწყო მტკიცება, თითქოს, კობახიძესთან საერთო პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცის განცხადება თარჯიმანმა გააყალბა.

“მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებაში და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ განიხილებოდა. ამჯერად ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ და ახლაც გათვალისწინებული იქნება კრიტიკული განცხადებები […]. ევროკავშირს არ აქვს ასეთი რეგულაცია. არსებობს დისკუსია იმის თაობაზე, რომ რაღაც გაკეთდეს, რაც გარკვეულ სფეროებში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, თუმცა ეს სხვა რეგულაცია და სხვა კონცეფციაა, ვიდრე ის, რომელზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. (ევროკავშირში) ის არც მიუღიათ და სავარაუდოდ არც მიიღებენ. არსებობდა გარკვეული რეგულაცია უნგრეთში, რომელიც ევროპის სასამართლომ გააუქმა”, – გერმანიის საელჩოს პასუხი „ოცნებას“.