არა რუსულ კანონს! – აქცია პარლამენტთან რუსული კანონის განხილვის პარალელურად | 15.04.2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის უკანა შესასვლელთან. მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების პროცესს აპროტესტებდნენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს პარლამენტის აივნიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ევროკავშირის დროშებით ამხნევებდნენ.

აქციას მსვლელობებით სტუდენტებიც შეუერთდნენ. ისინი დღის 12 საათზე რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ.