“ლაზარესთვის გამოტანილი განაჩენი ხელისუფლების გზავნილია, რომ დააშინოს ახალგაზრდები” – ოპოზიცია | 12.04.2024

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აქვთ მოლოდინი რომ პრეზიდენტი მას შეიწყალებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ 9-წლიანი სასჯელი იმის მკაფიო გამოხატულებაა, რომ საქმე პოლიტიკური შინაარსისაა. მათი შეფასებით ლაზარესთვის გამოტანილი განაჩენი არის ხელისუფლების გზავნილი, რათა დააშინოს ახალგაზრდები და ხელი შეუშალოს მათ რუსული კანონის გაპროტესტებაში.

მმართველი გუნდის წევრები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა პრეზიდენტმმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს. მათი თქმით, თუ ზურაბიშივლი ამ ნაბიჯს გადადგამს ეს მისთვის მძიმე პოლიტიკური შედეგის მომტანი იქნება. “ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ მოლოტოვის კოქტეილების წახალისება დაუშვებელია და კანონდარღვევისთვის ყველამ პასუხი უნდა აგოს.