საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერები და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას”, მიმართავენ, გაიწვიოს პარლამენტიდან “აგენტების კანონი”. ამ მოთხოვნით, ისინი შესაბამის პეტიციას ავრცელებენ.
“საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერები და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი მოგმართავთ მმართველ გუნდს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიოთ ეს სრულიად დამღუპველი და ქართველი ერის შეურაცხმყოფელი ე.წ. “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” შესახებ კანონი, რომელიც ანგრევს საქართველოს დემოკრატიას და მის ევროპულ მომავალს”, – პეტიცია რუსული კანონის წინააღმდეგ.