კახა კალაძე ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამის სტატუსს თავისუფლების მარშის შესახებ გამოეხმაურა. თავდაპირველად, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან, სავარაუდოდ, ოჯახის წევრის ფოტო გიორგი ქოჩორაშვილმა თავად გამოაქვეყნა. მოგვიანებით, ფეხბურთელის Instagram ანგარიში გაქრა. რის შემდეგაც იგივე ფოტო „ფეისბუკში“ როინ ქოჩორაშვილმა გაავრცელა. ფეხბურთელის მამამ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა: „ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!“, — დაწერა როინ ქოჩორაშვილმა „ფეისბუკზე“. ყოფილი ფეხბურთელი და ახლა დედაქალაქის მერი ქოჩორაშვილის სწორედ ამ პოსტმა გააღიზიანა და თქვა, რომ ის ნაცია. კალაძის პოზიციას უმრავლესობის წევრებიც ეთანხმებიან.
გიორგი ქოჩორაშვილი, რომლის მამასაც კალაძე „ნაცად“ მოიხსენიებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია. საბერძნეთი-საქართველოს გადამწყვეტ მატჩში პირველი პენალტი მოწინააღმდეგის კარში, სწორედ, მან გაიტანა.