ქართველი ახალგაზრდების დაცვის აქტი – “ლელოს” ინიციატივა | 10.04.2024

პარტია „ლელო“ ახალი ინიციატივით გამოდის. ქართველი ახალგაზრდების დაცვის აქტი საზოგადოებას დღეს მამუკა ხაზარაძემ წარუდგინა. პარტიის ლიდერის ინფორმაციით, რუსების ქვეყანაში შემოდინების პარალელურად, უკონტროლოდ შემოედინება ათობით დასახელების ნარკოტიკული საშუალება, რომლითაც, ხაზარაძის თქმით, კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირში მყოფი რუსეთის მოქალაქეები ვაჭრობენ. პარტია „ლელო“ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.