პრემიერ-მინისტრი და მინისტრები რუსულ კანონზე | 08.04.2024

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე დღეს ოცნების მიერ ხელმეორედ ინიცირებულ რუსულ კანონზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე და საზოგადოებას და მთავრობას არ აქვს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებზე და ასევე, მათ მიერ დახარჯულ თანხებზე. პრემიერი ამბობს რომ ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს თანხები არის სრულიად გამჭვირვალე.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამტკიცებენ, რომ “ოცნების” ხელმეორედ ინიცირებული კანონი ანტიევროპული არ არის და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათთვის აგენტის იარლიყის მიწებებას არ ემსახურება. ლევან დავითაშვილის თქმით, კანონპროექტის შინაარსი საზოგადოებრივ ინტერესებს პასუხობს.