ჩვენს ინტერესებშია, საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს – პესკოვი რუსულ კანონზე | 04.04.2024

„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას კრემლის პრესპიკერი დიმიტრი პესკოვი ეხმაურება. ის ივანიშვილის პარტიის რიტორიკას ერთ-ერთი იმეორებს და ამბობს, რომ კანონი სუვერენულ ქვეყნებს საგარეო ჩარევისგან იცავს. კრემლის პრესპიკერი, „ოცნების“ მსგავსად, სადავო კანონს ამერიკულს უწოდებს.

“უცხოური აგენტების შეზღუდვის შესახებ კანონები ახლა თითქმის ყველა ქვეყანაში მიიღება, რადგან არავის სურს მათ საქმეებში საგარეო ჩარევა. ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის საკმაოდ მკვეთრ რეაქციას მსგავს გეგმებზე. მაგრამ აქ, ალბათ, უბრალოდ გვჭირდება, უფრო მკაფიოდ ავხსნათ მათთვის რუსეთის პროექტად მიჩნევის [მცდელობის] აბსურდულობა. ფაქტია, რომ პირველი ქვეყანა, რომელმაც შეიმუშავა უცხო აგენტებთან ბრძოლის სისტემა, იყო შეერთებული შტატები. ახლა კი თითქმის ყველა ქვეყანა ებრძვის მათ, ვინც უცხო სახელმწიფოს აგენტია, ფულს იღებს ან უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფება…არც ერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა შიდა პოლიტიკაში. ეს ნორმალური პრაქტიკაა. საქართველო ჩვენი მეზობელია. ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს”, – დიმიტრი პესკოვი.