ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს – სააკაშვილი რუსულ კანონზე | 03.04.2024

„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ახლა სიტუაციის არევა სურს, რადგან ხვდება, რომ არჩევნებს აგებს. მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზეც საუბრობს.

“რაც შეეხება პროვოკაციას “უცხოელი აგენტების კანონის” თაობაზე, “ოცნებამ” იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო. ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ. არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც “ოცნებასთან” ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს”, – მიხეილ სააკაშვილის განცხადება.