რამ გამოიწვია თბილისის შემოსასვლელის პარალიზება – საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტება | 01.04.2024

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განმარტავს რამ გამოიწვია თბილისის შემოსასვლელის პარალიზება –გზების დეპარტამენტმა 31 მარტს, თბილისის მიმართულებით, ცენტრალურ მაგისტრალზე, გადაადგილების შეფერხების მიზეზად მდინარე არაგვის ხიდზე, ერთ სამოძრაო ზოლზე, დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები დაასახელა. მათი ინფორმაციით, ამ სამუშაოებთან დაკავშირებით წარმოქმნილმა საცობმა გამოიწვია თბილისისკენ მიმავალ ზოლზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების მნიშვნელოვანი შეფერხება.

გუშინ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, თბილისის მიმართულებით, მოძრაობა რამდენიმესაათის განმავლობაში პარალიზებული იყო. საავტომობილო გზების დეპარატმენტის ინფრომაციით, გუშინ, ობიექტზე არ იმყოფებოდა მუშა პერსონალი, რადგან მიმდინარეობს ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მიღების პროცესი, რის შემდეგაც ხიდის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და შეზღუდულ ზოლზე მოძრაობა გაიხსნება.