საქართველოში კიდევ ერთი რუსი აქტივისტი, იგორ მიგლანი, არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავისუფალი რუსეთის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორმა, ეგორ კუროპტევმა გაავრცელა.
კუროპტევის ინფორმაციით, იგორ მიგლანი საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერ პროექტზე “ემიგრაცია მოქმედებისთვის” მუშაობდა. მისი თქმით იგორისა და მთელი გუნდის წყალობით 8 ათასზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა მიიღო სამედიცინო დახმარება.
მიგლანი საქართველოში გერმანიიდან 28 მარტის ღამეს ჩამოვიდა, თუმცა ის საპასპორტო კონტროლზე დააყოვნეს. აქტივისტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახსნა-განმარტაბების გარეშე გააბრუნეს.
ის შესაბამის უწყებებს – შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს აქტივისტის ქვეყანაში შემოშვებისკენ, რადგან, კუროპტევის თქმით, მას არც ერთი კანონი არ დაურღვევია.