პარლამენტის ნდობის ჯგუფში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მოუსმინეს. გრიგოლ ლილუაშვილმა, უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, სამსახურის მიერ საფრთხეების პრევენციისა და ნეიტრალიზაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, ინსტიტუციური განვითარების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასაც. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას თქმით მოახდინეს კონკრეტული სფეროების ინდენტიფიცირება, სადაც მიზანშეწონილია საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, ეროვნული უსაფრთხოების მექანიზმების შემდგომი განმტკიცების მიზნით.