საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ირაკლი ჩიქოვანმა სამინისტროში ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების ელჩებსა და თავდაცვის ატაშეებს უმასპინძლა. დიპლომატებთან შეხვედრებზე საუბარი თავდაცვის სფეროში ორმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობას შეეხო, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესსა და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში ჩეხეთისა და სლოვაკეთის კონტრიბუციას. ირაკლი ჩიქოვანმა დიპლომატებთან შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც მიმოიხილა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.