ირაკლი კობახიძე სომხეთში – პრემიერების ერთობლივი ბრიფინგი | 25.03.2024

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება.  ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭება მიულოცა, ირაკლი კობახიძემ კი გამოთქვა მზადყოფნა – ქვეყანამ შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობიანი გარემოს შექმნაში.