პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველ ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოა. დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა. დაჯილდოების ღონისძებაზე მიწვეულები იყვნენ პრემეირ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარეც, თუმცა მათ პრეზიდენტის მიწვევაზე უარი განაცხადეს.