რაზე შეთანხმდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები და ჯანდაცვის ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე | 14.03.2024

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტთან და მედიკოსებთან ერთად, საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და კლინიკაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო. მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ უპირველესად დაცული იყოს  პაციენტების ინტერესები და ასევე სამედიცინო დაწესებულების პერსონალის უფლებები.  შეხვედრაზე  სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. კლინიკასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ექიმებთან კომუნიკაცია გაგრძელდება.