ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები ჯანდაცვის ახალ მინისტრს შეხვდნენ | 12.03.2024

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები ჯანდაცვის ახალ მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ონკოპაციენტებმა განაცხადეს, რომ მინისტრთან ყველა პრობლემაზე ისაუბრეს. ონკოპაციენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან ახალი მინისტრის მისვლის პარალელურად იყვნენ შეკრებილები.

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობის სრულად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის – წლიურად მხოლოდ 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ. ასევე, მათი მოთხოვნაა მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა.