ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინი! ისტორია, პირდაპირი გაგებით, გვაკვირდება ახლა! – ბაიდენი კონგრესში | 08.03.2024

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოახლოებული არჩევნების წინ მისი ბოლო ყოველწლიური საპროგრამო სიტყვა წარმოთქვა კონგრესის წინაშე. სიტყვის დასაწყისი მან დაუთმო რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს, მის მიერ დაწყებულ ომს უკრაინაში, ასევე დონალდ ტრამპის განცხადებების კრიტიკას ნატო-სა და აშშ-ს შესახებ. ბაიდენმა ტრამპის გამოსვლისას “უტვინო და უპასუხისმგებლო” უწოდა.

ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, დაამტკიცოს უკრაინის დახმარება, რათა მან თავდაცვა შეძლოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ამერიკა უკან არ დაიხევს და მოკავშირეებს არ მიატოვებს.

უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ ბაიდენის განცხადებებს აპლოდისმენტებით შეხვდნენ არა მხოლოდ დემოკრატი კონგრესმენები და სენატორები, არამედ ზოგიერთი რესპუბლიკელიც. ბაიდენის თანაპარტიელები მისი სიტყვით გამოსვლისას არაერთხელ წამოდგნენ ფეხზე და პრეზიდენტს სიტყვა ოვაციებით შეაწყვეტინეს.