ჰააგის სასამართლომ მაღალჩინოსანი რუსი სამხედროების დაპატიმრტების ორდერები გასცა | 05.03.2024

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის მეთაურის, სერგეი კობილაშის და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის, ვიქტორ სოკოლოვის დაპატიმრების ორდერები გასცა. როგორც სასამართლოს პრეს რელიზშია ნათქვამი, მიზეზი უკრაინაში ომის კონტექსტში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებია, რომლებიც ამ პირებმა 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში ჩაიდინეს. მაღალჩინოსან რუს სამხედროებზე დაპატიმრების ორდერი მოსამართლეებმა ტომოკო აკანემ და როზარიო აიტალამ გასცეს, რომლებმაც 2023 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცეს. პუტინთან ერთად ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის ბრალდებით დაპატიმრების ორდერი გასცა ბავშვთა უფლებების საკითხებში პუტინის უფლებამოსილ პირზე, მარია ლავროვა ბელოვაზე.