მწვავე პოლიტიკური განცხადებები სესიაზე | 05.03.2024

ზარქუა-ხაბეიშვილის დაპირისპირების მორიგი რაუნდი დღეს საქართველოს პარლამენტში შედგა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე ეკონომიკური პრობლემების შესახებ ისაუბრა. ხაბეიშვილმა პარლამენტში მიიტანა „ჩეკი“ აზერბაიჯანიდან, რომლითაც ამტკიცებდა, რომ მეზობელ ქვეყანასთან შედარებით საქართველოში პროდუქტებზე ფასები 2,5-ჯერ მეტია.

ლევან ხაბეიშვილს უპასუხა ირაკლი ზარქუამ. „ოცნების“ დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უთხრა, რომ ეკონომიკა და პოლიტიკა მისი საქმე არ არის.

ირაკლი ზარქუას ცინიზმს უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და ცინიკური განცხადებების ნაცვლად, მათ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა.