საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დიპლომატებთან შეხვედრა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ – ,,ერთობის პლატფორმა ევროპისათვის“, ფარგლებში გაიმართა. ამ პლატფორმის ფარგლებში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოპოზიციას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის საკითხებს შორის საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობა და მონაწილეობის საჭიროებები იყო. გარდა ამისა მხარეებს შრის საუბარი შეეხო არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის მნიშვნელობაზე.