შემოედინება დაფინანსება პრორუსლი ჯგუფების მხარდასაჭერად -სალომე ზურაბიშვიოლის ინტერვიუ Sky News-თან | 28.02.2024

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Sky News-ის ეთერში წინასაარჩევნოდ, საქართველოში რუსეთის პოლიტიკურ გავლენებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთი საქართელოზე კიბერშეტევებს, ჰიბრიდულ ომს და ეკონომიკურ ზეწოლას ისევ ახორციელებს.

პრეზიდენტმა ინტერვიუში კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზეც ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გუშინ გაემგზავრა. პრეზიდენტი დღეს, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება.