ხმაური ცესკოში – ერთმანეთს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და მისი მოადგილე დაუპირისპირდნენ | 27.02.2024

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში – სხდომაზე ერთმანეთს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კალანდარიშვილი და მისი ოპოზიციონერი მოადგილე გიორგი სიორიძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ხმაური გიორგი სიორიძის განცხადებას მოჰყვა, რომელიც ამტკიცებდა რომ ცესკო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი თავმჯდომარის პიარ კამპანიას ემსახურება.

საარჩევნო ადმინიტრაციაში “ლელოს” წარმომადგენელი ამბობს რომ ცესკო ოფიციალურ განცხადებებში მასზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. სიორიძის განცხადებას გიორგი კალანდარიშვილის გაღიზიანება მოჰყვა, ის ბრალდებებს უარყოფს და მოწინააღმდეგე მხარეს ცილისწამებაში ადანაშაულებს.