რუსი ექსპერტები საქართველოს „შედარებით მეგობრულ“ ქვეყნად ასახელებენ. რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა 2023 წლის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში საქართველო „შედარებით მეგობრული” ქვეყნების კატეგორიაშია და ის ამ კატეგორიაში ერთადერთია. ეს მაშინ, როცა, ამავე კვლევის თანახმად, რუსეთის მიმართ არამეგობრულ ქვეყნებად მიიჩნევიან – უკრაინა, მოლდოვა, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. კვლევაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა, წელს პირველად მოხვდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფზახეთი და „სამხრეთ ოსეთი”.
ოკუპანტი ქვეყნის ექსპერტების კვლევის თანახმად, „მეგობარი ქვეყნების” რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“, მეორეს – ბელარუსი, მესამეს – ასევე ოკუპირებული აფხაზეთი; ამავე კატეგორიაში მოხვდა ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. რაც შეეხება სომხეთს, რუსი ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ქვეყნის მაჩვენებლები უარესობისკენ ყველაზე მეტად შეიცვალა.