სახელისუფლებო გუნდი კვლავ პრეზიდენტის განცხადებებს აკრიტიკებს | 26.02.2024

სახელისუფლებო გუნდი კვლავ პრეზიდენტის განცხადებებს აკრიტიკებს. საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან არჩევნებში შესაძლო ჩარევას და საქართველოში რუსული პროპაგანდისტული ჯგუფების გააქტიურებაზე საუბრობს. განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი პრეზიდენტის განცხადებას დამაზიანებელს და უსაფუძვლოს უწოდებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის დღეს ეხებოდა, განაცხადა, რომ მოსალოდნელი ოქტომბრის არჩევნების წინ საქართველოში პრორუსული ჯგუფები უკვე გააქტიურდნენ და ახალგაზრდებს მოუწოდა რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ და არაფრის უნდა ეშინოდეთ.