გაითვალისწინებს თუ არა „ქართული ოცნება“ NDI-ის რეკომენდაციას ემიგრანტებისთვის უხარვეზო საარჩევნო გარემოს შექმნის შესახებ. „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ლიდერებმა დღეს ამ თემაზე ბრიფინგი გამართეს. პარტიების ლიდერები საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ უცხოეთში ემიგრანტებისთვის მეტი საარჩევნო უბანი უნდა გაიხსნას. მათივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფართები უნდა იქირაოს იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს მოქალაქეების მაღალი კონცენტრაციაა და შემდგომ ამ ფართებში ცესკომ უბნები უნდა გახსნას.
„საარჩევნო ყუთი შენ ქალაქში“ – ასე ჰქვია „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ პროექტს, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცესის გამარტივებას ეხება. მათ ქართველი ემიგრანტების ხელმოწერები მსოფლიოს არაერთ ქალაქში უკვე შეაგროვეს. ისინი ამ ქალაქებში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უბნების გახსნას ითხოვენ.