პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს | 21.02.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში მთავრობის მეთაურის რანგში ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი უცხოური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ის ორმხრივ შეხვედრებს მართავს ევროკავშირსა და ნატო-ში. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.