დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა | 21.02.2024

დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 85 ხმით, ნინო წილოსანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. მეათე მოწვევის პარლამენტში ნინო წილოსანს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ნინო წილოსანმა ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა, რომელიც, 8 თებერვალს, თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობას ახალი წევრი – გიორგი ბარვენაშვილი ჰყავს. ბარვენაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91-ხმით დაამტკიცა. ის “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით უმრავლესობის ყოფილი ლიდერის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლეა, რომელმაც მთავრობის მეთაურის თანამდებობა დაიკავა.