მწვავე პოლიტიკური განცხადებები სესიაზე | 20.02.2024

პოლიტიკური განცხადებები საქართველოს პარლამენტის სესიაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთბრალდებებით დაიწყო. უმრავლესობის ლიდერები ახლა უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციურ პარტია ლელოს თავს ესხმიან და ნაციონალურ მოძრაობა ორს უწოდებენ. ქართული ოცნება ლელოს ლიდერზე მამუკა ხაზარაძეზე ბიძინა ივანიშივლის ხსენების გამოა გაბრაზებული.

პარტია “ლელოს” ლიდერები სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ შესაბამისად უმრავლესობის კრიტიკისთვის პლენარულ სხდომაზე არ უპასუხიათ. თუმცა ოპოზიციონერი კოლეგები მმართველი პარტიის ლელოზე თავდასხმებს არჩევნებზე დამარცხების შიშით ხსნიან.

რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ნავალნის ციხის საკანში გარდაცვალების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი დღეს ერთ–ერთი მთავარი თემა იყო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ოპოზიცია პარლამენტიდან სალომე ზურაბიშვილს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

“ქართული ოცნების” დეპუტატები ამბობენ, რომ ევროპარლამენტარები ხელმოწერებს აგროვებენ, რათა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სთხოვონ. რაც მათი შეფასებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ზეწოლის მოხდენის მცდელბაა.

პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი სადავო ცვლილების განხილვით გაგრძელდა.