ხელმოწერები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და მიმართვა სალომე ზურაბიშვილს | 16.02.2024

„ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ამის შესახებ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში გამართულ ბრიფინგზე სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს და 1 მარტს შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს.