რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან | 16.02.2024

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და  უსამძიმრებს ყველას ვისთვისაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.

“ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა ყველა დემოკრატიისა და ადამინაის უფლებების დამცველებსათვის.  ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის მის ბრძოლას განაგრძობს”, – სალომე ზურაბიშვილი.

რუსი ოპოზიციონერის, გარდაცვალებას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნავალნი, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოკლა.

“ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ციხეში დაიღუპა ალექსეი ნავალნი. ცხადია, ის მოკლა პუტინმა, როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს. პუტინისთვის სულ ერთია, ვინ დაიღუპება, მხოლოდ თავისი პოზიცია შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ არ უნდა შეინარჩუნოს არაფერი. პუტინმა ყველაფერში უნდა წააგოს, ყველაფერი უნდა დაკარგოს და პასუხი აგოს ჩედენილზე”, – ვოლოდიმირ ზელენსკი.

ევროკავშირი ალექსეი ნავალნის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს.

“ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის. თავისი იდეალებისთვის მან უმაღლესი მსხვერპლი გაიღო. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ყველას, ვინც უბნელეს პირობებში იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში, თუმცა ბრძოლა თავისუფლებისთვის არასდროს მთავრდება”, – წერს შარლ მიშელი.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცის თქმით, ნავალნის ის გერმანიაში მოწამვლის შემდეგ მკურნალობის დროს შეხვდა და ისაუბრეს რუსეთში დაბრუნებაზე. შოლცის შეფასებით, რუსეთში ის პირები, ვინც დემოკრატიას ემხრობიან, უსაფრთხოების გარანტიები არ აქვთ.

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა მისი დაღუპვის გარემოებების შესახებ ყველა სერიოზულ კითხვას უნდა უპასუხოს.