ღარიბაშვილის თავდასხმას უპასუხეს ოპოზიციაში. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებებს ბრიფინგით გამოეხმაურა. მისი თქმით, ღარიბაშვილმა დღეს სიძულვილის ენით ისაუბრა ოპონენტებზე, თუმცა არაფერი თქვა ხალხის გაჭირვებაზე. ღარიბაშვილი დღევანდელი აგრესიული რიტორიკის გამო გააკრიტიკეს „ნაციონალურ მოძრაობაშიც“.
ღარიბაშვილს თავდასხმის მთავარმა ადრესატმა მამუკა ხაზარაძემ 30-წამიანი ძველი ვიდეოთი უპასუხა, რომელშიც „ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს:
ღარიბაშვილის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს „ქართულ ოცნებაშიც“. სახელისუფლებო პარტიის წევრებმა თავმჯდომარის აგრესიული რიტორიკა გაიმეორეს.