საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის და რუმინეთის ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა დიპლომატებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.