სარჩელი შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ – „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს მელორ წიფურია უჩივის. ქართულ-ამერიკული საზოგადოების პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ პოლიტიკოსმა მისი პატივი და ღირსება შელახა. თავად ნათელაშვილი ამბობს, რომ ეს ბრალდება გამოგონილია, წიფურიას კი ვანიშვილის ლობისტს უწოდებს.