პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველი სხდომა საკადრო ცვლილებებით დაიწყო. პრემიერმა ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიცე-პრემიერად დანიშნა. ვიდრე კობახიძე საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ ამცნობდა საზოგადეობას მთავრობის სხდომის დასაწყისში მის წინამორბედს ირაკლი ღარიბაშვილს სამწლიანი ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ახალმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პირველ სხდომაზე მთავრობის ანგარიშვალდებულებასა და მმართველობის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ცნობილია რომ თითქმის სამი წელიწადია არ ქვეყნდება მთავრობის განკარგულებები. მთავრობის ადმინისტრაცია უარს ამბობდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ბოლო განკარგულება, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებ-საიტზეა გამოქვეყნებული, 2020 წლის 26 სექტემბრით არის დათარიღებული.
მთავრობის სხდომაზევე ირაკლი კობახიძემ სამძიმარი გამოუცხადა წინა კვირას სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს. კობახიძის თქმით სახელმწიფომ ეფექტურად იმოქმედა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის. პრემიერის განცხადებით საბოლოო ანგარიშის მომზადებამდე, სტიქიის ზონებიდან უსაფრთხო ადგილას 296 ოჯახია რის გაყვანილი.